თბილისი

Tuesday, May 11, 2010

თბილისი ვიკიპედია

Disambig-dark.svg სიტყვას „თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
თბილისი
თბილისის ხედი XIX ს.-ში
თბილისის ხედი XIX ს.-ში


Tbilisi Flag.gif
Tbilisi City Seal.PNG
ქვეყანა საქართველო
კოორდ. 41°32′0″N 45°0′0″E / 41.53333, 45
მერი გიგი უგულავა
დაარსდა V საუკუნე
პირველწყარო V საუკუნე
წინა სახელები ტფილისი
ფართობი 350 კმ²
სიმაღლე 380-770
მოსახლეობა 1.090 ათასი კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+4
საიტი http://www.tbilisi.gov.ge
ქალაქის რუკა თბილისის ადმ. რუკა
თბილისი (საქართველო)
თბილისი

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი[1], კოორდ. 41°43′N 44°47′E), საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგ

No comments:

Post a Comment